ისნის რაიონის გამგეობამ, ორ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.
სამუშაოები 2400 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობდა და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 222 934 ლარით დაფინანსდა.