top_leaderboard

გმირთა მოედანზე ესტაკადის ნაწილი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს

გმირთა მოედანზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ესტაკადის ნაწილი გადაკეტა, რის გამოც, ხიდის ერთ ნაწილზე მოძრაობა პარალიზებულია.

აქცია მოედანზე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველებმა მოქალაქეები სავალი ნაწილიდან გაიყვანეს და განმარტეს, რომ მათი რაოდენობიდან გამომდინარე, მოძრაობის შეფერხება ხელოვნური იქნებოდა თუმცა მათმა ნაწილმა ხიდზე ასვლა მოახერხა და მოძრაობა იქ შეაფერხა.

აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ. აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთანაც.

ასევე იხილეთ