top_leaderboard

გიორგი მამაცაშვილი: ბრავო კახი კალაძეს!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

🔸

რაც მართალია, მართალია, დღეს რაც კახი კალაძეს აკადრეს – უტიფრობაცაა და ნაგვობაც!

დიახ, ნაგვობაა პირდაპირი მნიშვნელობით და თუ “ტვპირველის” ე.წ.  “ჟურნალისტისთვის” მხოლოდ “ფაქტის შეფასებად” ითვლება “ფორმულას” ე.წ. ჟურნალისტის საქციელი, მაშინ ფაქტის შეფასებად მიიღოს ჩემი სტატუსიც: უტიფრები არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გულანთებული პატრიოტიზმით სარგებლობენ და უფრო დიდი უტიფრები ხართ თქვენ, ე.წ. “ჟურნალისტები”, რომლებიც ამ ყველაფერს, თუ თქვენს ენაზე გეტყვით – “აპრავებთ”!

თმენის ვალდებულება გაქვთო, კალაძეს უთხრა მოჟურნალისტო “ფორმულელმა”…

არა, ბიძია!

თმენის ვალდებულება არ ნიშნავს იმას, შენ გვაგინო და ჩვენ ვითმინოთ!

თმენის ვალდებულება არ ნიშნავს იმას, შენ სახლის კარები გვინგრიო და ჩვენ თავდახრილებმა გიყუროთ!

თმენის ვალდებულება არ ნიშნავს იმას, შენ ყველაფრის(!) უფლება მისცე საკუთარ თავს და ჩვენ, აქაოდა, თმენის ვალდებულება გვაქვს, ყურმოჭრილი ყმებივით მადლობები გიხადოთ!

არა, ბიძია!

სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!

აღარაა რევერანსების დრო!

და ამიტომაც – ბრავო კახა კალაძეს!

და მადლობა კახა კალაძეს, რომ ყოველგვარ თმენის ვალდებულებაზე მაღლა ღირსება უყენია და ამით მაგალითს აძლევს ყველას.

დიახ, ჯერ ადამიანი ხარ, რომელსაც ან გაქვს ღირსება, ან – არა, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება შენზე, როგორც პოლიტიკოსზე მსჯელობა.

კახა კალაძე ღირსეული კაცია!

🔸

ერთიცაა: ანა დოლიძის და, ვინმე ჯინო დოლინი ოჯახის წევრების ფოტოებითა და ინფორმაციების გამოქვეყნებით იმუქრებოდეს, აქაოდა, შევარცხვინოთო და ჩვენ ფიანდაზები გიგოთ – არ გამოვა მასე!

შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩემი თავისუფლების შეზღუდვას იწყებ!

კარგად დაიმახსოვრეთ: ბევრჯერ მოგვინელებია ადეიშვილისა და უგულავას ვირთხები, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ზონდერებს ვერ შევუშინებივართ და რამენაირად, ლევან ხაბეიშვილისა და ნინო ლომჯარიას კრუსუნსაც გადაიტანს ერი.

🔸

უჩა ნანუაშვილიც გამოჩნდა არენაზე.

სახალხო დამცველად მუშაობდა ერთ დროს. თუმცა, სააკაშვილის რეჟიმის დროს, რეზინის ტყვიებით დახვრეტილ ჟურნალისტებზე არასდროს უსაუბრია.

არასდროს!

“უჩა ნანუაშვილს სახე მიუგავს კაბუკის თეატრის ნიღაბს!”- რეზო ამაშუკელმა დაუწერა  თავის დროზე.

რა მართალი შედარებები იცოდა ხშირად დიდმა პოეტმა…

🔸

ისე, რატომ ღმერთი არ გაიცინებს.

სააკაშვილს საკუთარ გვერდზე ბანერი გამოუკიდია – “არა ძალადობას!”

სააკაშვილს, ხო, სააკაშვილს!

ამ მთავარ მოძლადესა და მაოხრებელ გზირს!

გახარიასაც იგივე უქნია.

“ანეგდოტია” ხომ?!

ოღონდ გახარიას მაკო გომურის ფოტო ვერ უპოვია…

ამ “ანეგდოტზე” მოგვიანებით ვრცლად დავწერ…

ასევე იხილეთ