გმირთა მოედანზე აქცია რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს და გზა რამდენიმე ადგილზეა გადაკეტილი.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ისინი გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.
სატრანსპორტო გადაადგილება მოედნის ყველა ნაწილში შეზღუდულია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს მათი პროტესტის ფორმაა. აქციის მონაწილეები აპირებენ, ერთი საათის განმავლობაში დარჩნენ ადგილზე, ისინი დაკავებულების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.