სოზარ სუბარი: როდესაც იყო შეტევა კაპიტოლიუმზე, 5 ადამიანი მოკვდა, მაგრამ მოსამართლემ თქვა, ამ საქმეს არც კი განვიხილავო
„როდესაც იყო შეტევა კაპიტოლიუმზე, 5 ადამიანი მოკვდა, მაგრამ მოსამართლემ თქვა, ამ საქმეს არც კი განვიხილავო”, – განაცხადა „ხალხი ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE”.
სოზარ სუბარმა გაიხსენა, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმე მოსამართლემ არ განიხილა.
„როდესაც იყო შეტევა კაპიტოლიუმზე – 5 ადამიანი მოკვდა და თან პირდაპირ ეთერში იყო. მესმის, კაპიტოლიუმში შეჭრა არის დანაშაული და პოლიციას აქვს იარაღის გამოყენების უფლება, მაგრამ მ იმ კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება, საეჭვო ყოფილიყო, იყო თუ არა აუცილებლობა იარაღის გამოყენება. მაგრამ მოსამართლემ თქვა, ამ საქმეს არც კი განვიხილავო, რადგან კაპიტოლიუმზე შეხება ვიღაცამ გაბედა, პოლიციას აქვს უფლება, ყველაფერი გააკეთოს და საქმე არც კი განიხილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე და ამ ფონზე საქართველოს მიმართ არსებულ განსხვავებულ სტანდარტზე.
„საერთაშორისო მისიებში საქართველო არის ყველაზე დიდი მონაწილე, მაგალითად, ავღანეთში ერაყში, კოსოვოში. ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა მოკვდა, უზარმაზარითანხა გავიდა ჩვენი ბიუჯეტიდან. თითქმის, 2 მილიარდი დაუჯდებოდა ამერიკას თავისი ჯარის იქ დაფინანსება, ჩვენი რომ ჩვენი ნაწილი არ გვყოლოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის სიცოცხლით, ჯანმრთელობით, ფინანსურად და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, თქვენთვის სხვა სტანდარტია და პარლამენტზე შეტევაც კი არ უნდა აღკვეთოთ. ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.