leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: პროტესტის ხელოვნურად გადატანის გამო ავტოსაგზაო კვანძზე, რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა, არაერთი მოქალაქე, რომელსაც სახლში ეჩქარებოდა, არიან სერიოზულ შეფერხებაში

„როდესაც მოვდიოდი [გადაცემაში], ვნახე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა საცობში, არაერთი მოქალაქე, რომელსაც სახლში ეჩქარებოდა, მაგრამ სწორედ ამ პროტესტის ხელოვნურად გადატანის გამო ავტოსაგზაო კვანძე, ეს ადამიანები არიან სერიოზულ შეფერხებაში”, – ასე შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გმირთა მოედანზე აქციის მიმდინარეობა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდან დაწყებული პროტესტი ნელ-ნელა, აშკარად დესტრუქციულ, ძალადობრივ ხასიათს იძენს. რადიკალური ოპოზიცია, ის პოლიტიკური უმცირესობა, რომელსაც აქვს ძალადობრივი გეგმა, აუცილებლად ეცდება მომდევნო დღეებში რომ გადაზარდოს პროცესი უფრო დესტრუქციულ მოქმედებებში. ეს ვნახეთ გუშინ, ვნახეთ უკვე დღესაც. ჯერ მცირე რაოდენობის პროტესტანტებმა სცადეს მაგისტრალური კვანძის ჩაკეტვა, როდესაც მოუწოდეს პოლიციელებმა კანონის დაცვისკენ, ამის შემდეგ რუსთაველიდან მოქალაქეების დამატებითი რაოდენობა ჩამოიყვანეს. ეს აზიანებს საზოგადოების ინტერესებს. როდესაც მოვდიოდი [გადაცემაში], ვნახე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა საცობში, არაერთი მოქალაქე, რომელსაც სახლში ეჩქარებოდა, მაგრამ სწორედ ამ პროტესტის ხელოვნურად გადატანის გამო ავტოსაგზაო კვანძზე, ეს ადამიანები არიან სერიოზულ შეფერხებაში“, – აღნიშნა ტალკვაძემ.

ასევე იხილეთ