top_leaderboard

გიორგი გაბუნია: მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ, რომ მათი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რასაც ვხედავთ, ეს არ არის ევროპულობა

„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პერმანენტულად ვხედავთ ასეთ აგრესიას, სიძულვილის ენას, არადა ჩვენს ქვეყანას ისე სჭირდება ახლა განვითარება, სიმშვიდე, სტაბილურობა, როგორც არასდროს”, – ასე შეაფასა „საზოგადოება ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ თბილისში მიმდინარე მოვლენები. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ, რომ მათი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რასაც ვხედავთ, ეს არ არის ევროპულობა. ევროპისკენ მიმავალ გზას ასე ვერ გაივლი და ვერ გახვალ ასე მშვიდობით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ კომპლექსურად შევხედოთ საკითხს, თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებით, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა და პრაქტიკულად არ გვესმის არგუმენტები ოპოზიციის მხრიდან, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს.

ასევე არ გვესმის არანაირად ლოგიკა იმის, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებამ, რომელმაც ამხელა შედეგები დადო ევროინტეგრაციის მიმართულებით, თავისივე შედეგები დააყენოს რისკის ქვეშ. უბრალოდ ნონსენსია, უბრალოდ არალოგიკურია. მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც სჯერათ ფაქტებისა და შედეგების. პოლიტიკაში არ არის ემოციების ადგილი. და ჩვენ ახლა ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებს, მათ შორის უარყოფით ემოციებს. ჩვენ უახლოეს ისტორიაში გვახსოვს რა ფასი გადავიხადეთ იმის გამო, რომ ემოციებმა გვძლია. ჩვენ გვჭირდება ახლა რაციონალური განსჯა, სამიანი დისკუსია, თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებით, ამ კანონის შინაარსობრივი განხილვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ასევე იხილეთ