top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: ვერაფრით დადგინდა, რა არის რუსული გამჭვირვალობის კანონში

„მათ უბრალოდ არ მოსწონთ, რომ მათი თანხები უნდა იყოს გაკონტროლებული, ანუ გამჭვირვალე იყოს თანხები, რომლებიც საქართველოში მათი ფონდების საშუალებით შემოდის”, – ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოეთში გაკეთებულ განცხადებებს.

ამ თემაზე „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ვერაფრით დადგინდა ამ კანონთან მიმართებაში რა არის რუსული. არანაირი კავშირი არ აქვს [რუსულთან]. ამიტომ მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ კითხვა დასვან – ვინ მართავს მათ პროცესებს. ხომ შეიძლება დასვან კითხვა? მე შემიძლია დავუსახელო, ვინ არიან ეს ადამიანები“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ