ზურა ხაჩიძე აქციის მონაწილეებს: გამოყავით ახალგაზრდებო ოთხი წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ ხელისუფლება დაუშვებს ამ პრეცედენტსაც, შეგხვდებათ და დაილაპარაკებთ რა არის ამ კანონში რუსული
„გამოყავით ახალგაზრდებო ოთხი წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ ხელისუფლება დაუშვებს ამ პრეცედენტსაც, შეგხვდებათ და დაილაპარაკებთ რა არის ამ კანონში რუსული”, – ამის შესახებ მომღერალმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა მისამართით განაცხადა.
„გამოყავით ახალგაზრდებო ოთხი წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ ხელისუფლება დაუშვებს ამ პრეცედენტსაც, შეგხვდებათ და დაილაპარაკებთ რა არის ამ კანონში რუსული. მე ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ კანონში რუსულს ვერ ვხედავ. რომ დავინახო საერთოდ, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთისკენ ეს ქვეყანა რამე ფორმით მიჰყავს, ან რომ დამენახა ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც საჯარო მოხელე ვარ, პირობას გაძლევთ საქართველოს მოქალაქეებს, პირველ რიგში მე დავიფარებ ქუდს და წამოვალ სამსახურიდან“, – აღნიშნა ხაჩიძემ.