გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სადაც მომიტინგეებს გადაკეტილი ჰქონდათ ავტოსაგზაო მოძრაობა, მომიტინგეებსა და მძღოლებს შორის კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა.
მძღოლების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ გზები გადაკეტილი. მძღოლები ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის გადაადგილების საშუალება. დაძაბულობის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ.