top_leaderboard

რატი იონათამიშვილი აშშ-ს მიწვევაზე: მეგობრული ურთიერთობები ასეთ დათქმებს არ ითვალისწინებს

„მეგობრული ურთიერთობები ასეთ დათქმებს არ ითვალისწინებს და არ ცნობს”, – განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ს ელჩის განცხადებაზე, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მიწვევაზე სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების განსახილველ შეხვედრაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეეჩერებინა.

„მეგობრული ურთიერთობები ასეთ დათქმებს არ ითვალისწინებს და არ ცნობს. თუ ჩვენ ვართ მეგობრები და ჩვენთვის ძვირფასია ეს მეგობრობა, დათქმების გარეშე უნდა იყოს საუბრები. ჩვენი დათქმა არის ჩვენი მოკავშირეობა და ის წლები, რაც ერთმანეთთან ურთიერთობაში გვაკავშირებს. საქართველოს არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია საერთაშორისო გლობალური მშვიდობისთვის. ჩვენი კონტრიბუცია ამ მიმართულებით ფასდაუდებელია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიო დემოკრატიისთვისა და მშვიდობისათვის. ეს პროცესები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კიდებ უფრო მეტად გაძლიერდა და განვითარდა. შესაბამისად, დათქმები პოზიტიურად არ წაადგება თანამშრომლურ ურთიერთობებს, მით უმეტეს შიდა პოლიტიკის დისკუსიის საკითხზე. დისკუსიაში შემოსვლის თავი თუ არ გააჩნიათ ზოგიერთებს ჩვენი ოპოზიციიდან, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც არის ცუდი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია არის უვარგისი და უმაქნისი. ჩვენ გვყავს ის ოპოზიცია, რომლის დესტრუქციებიც წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდის ზარალია ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ