ნინო ფოჩხუა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწოდებებზე: სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი გაუგებარი ფეისბუქ-გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით წარმოებულ კამპანიას ეხმიანება, რომლითაც სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდი მას მოუწოდებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაუროს და პროტესტი გამოხატოს.
ფოჩხუას თქმით, სხვას უწოდებენ ტროლებს და ბოტებს, თავად კი საამაყო სპორტსმენებს აბულინგებენ.
„სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი ასეთი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს. ყველას მოგეკითხებათ და თან ძალიან მალე!“ – წერს ფოჩხუა.