გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ სამარცხვინო ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო
„რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას ევროპარლამენტარ გლუკსმანზე საფრანგეთში თავდასხმის გამო“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოცილურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტზე, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანზე თავისივე ფლანგის წევრების მიერ თავდასხმის ფაქტს.
მისი განცხადებით, საქართველოში რომ რომელიმე ანგარებიანი ევროპარლამენტარისთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ისტერიკაში ჩავარდებოდნენ კორუფციის ჭაობში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები.
„რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას ევროპარლამენტარ გლუკსმანზე საფრანგეთში თავდასხმის გამო. ალბათ, სამართლიანად ეშინიათ ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების და ვერ ბედავენ ევროპულ პოლიტიკაზე ღია და თამამ კომენტარებს.
აქ რომ რომელიმე ანგარებიანი ევროპარლამენტარისთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ისტერიკაში ჩავარდებოდნენ კორუფციის ჭაობში მყოფი ევროფულისტები.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფალ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ.
სენტ-ეტიენში (საფრანგეთი) ჩასულ გლუკსმანს სურდა 1 მაისის მშრომელთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა გააძევეს როგორც „პალესტინის მოღალატე“.
სოციალისტი გლუკსმანი ადანაშაულებს ულტრამემარცხენე La France Insoumise (LFI) ლიდერებს ცილისწამებაში“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.