გია აბაშიძე: ნაცრადიკალების მიერ ინსპირირებული აქციები ყარს – გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დამტკიცებამდეც უკვე ეფექტურად მუშაობს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქციის შედეგად დანაგვიანებულ ქუჩის კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ნაცრადიკალების მიერ ინსპირირებული აქციები ყარს.
„ნაცრადიკალების მიერ ინსპირირებული აქციები ყარს და მათ გამოავლინეს აქამდე ვითომ აკადემიური თუ დიპლომატიური წრეების რევანშისტი წარმომადგენლები, რომლებიც ოხლოკრატიის სამარცხვინო მხარდამჭერებად იქცნენ. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დამტკიცებამდეც უკვე ეფექტურად მუშაობს“, – წერს გია აბაშიძე.