დავით ქართველიშვილი ამერიკაში ახალგაზრდების დარბევაზე: ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ – გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი „უფლებადამცველი“ ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა – ცინიკური
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების დარბევის ამსახველ ვიდეოს.
მისი თქმით, ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ – გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი „უფლებადამცველი“ ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა – ცინიკური.
„გუშინ დავდე ავთენტური კადრები, როგორ უსწორდება ხელკეტებით ოთხი ფრანგი პოლიციელი ერთ მჯდომარე სათვალიან გოგონას პარიზში – მომენტალურად დამიბლოკეს ის ვიდეო. დღეს გამოვაქვეყნებ, რას ნიშნავს დარბევა და როგორ არბევენ ახალგაზრდებს ამერიკაში. ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ – გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი „უფლებადამცველი“ ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა – ცინიკური“, – წერს დავით ქართველიშვილი.