leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციები გრძელდება და მათი მიზანი სინამდვილეში არის ზუსტად ამ აგრესიისა და ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაში

„პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციები გრძელდება და მათი მიზანი სინამდვილეში არის ზუსტად ამ აგრესიისა და ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაში”, – განაცხადა წუხელ გმირთა მოედანზე განვითარებული პროცესების შეფასებისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

„საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციები გრძელდება და მათი მიზანი სინამდვილეში არის ზუსტად ამ აგრესიისა და ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაში და გუშინაც ვხედავდით, რომ ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას და არა სახელმწიფოს და მით უმეტეს, პოლიტიკურ პარტიებს. ორგანიზატორები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას და სხვათა შორის, ეს ადამიანები გუშინ თბილი ოთახებიდან ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს და იქიდან მართავდნენ პროვოკაციებსა და აგრესიას. ისინი, ცხადია, ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას და ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არიან. ისინი, ვინც ყველაზე მეტად დარდობენ, რომ საკუთარი დეკლარაციები არ შეავსონ და ის ადამიანები, ვინც ერთის მხრივ არიან პოლიტიკოსები, მეორეს მხრივ, თითქოს „ენჯეოშნიკები“, მაგრამ სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ