ნინო წილოსანი: ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით
“ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით”, – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
წილოსანის თქმით, მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული. მანვე საზოგადოებას მოუწოდა დაფიქრდნენ – რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით.
“ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით ..
ვისაც გჯერათ რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა , გეტყვით რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული ❌
და თუ არ გჯერათ რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან ნაცების ბრძოლაა ხელისუფლებისთვის , ერთი წამით დაფიქრდით – რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით ..”, – წერს ნინო წილოსანი.