leaderboard_below_slide
left_sabechdi

2023 წელს „გაზპრომის“ ზარალმა 6,4 მლრდ ევრო შეადგინა

2023 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო კონცერნის, „გაზპრომის“ სუფთა ზარალმა 629 მლრდ რუბლი (6,44 მლრდ ევრო) შეადგინა. ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ამ კომპანიის არსებობის ისტორიაში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, ასეთი რეკორდული ზარალის მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში 56%-ით ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება და წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადის გაზრდის გამო კომპანიაზე დამატებითი ფინანსური ტვირთის არსებობაა.

2023 წელს „გაზპრომმა“ ჩინეთს მილსადენით „ციმბირის ძალა“ 22,7 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მოსკოვი და პეკინი კიდევ ერთი მისლადენის, „ციმბირის ძალა-2“ მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ, ექსპლოატაციაში მისი შესვლის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთში ბუნებრივი არიის მიწოდებამ შეიძლება 98 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. მაგრამ ესეც იმაზე ორჯერ ნაკლები იქნება, რასაც რუსეთი ევროპას აწვდიდა უკრაინაში სამხედრო აგრესიამდე.

გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნები უკვე ორი ზამთარი რუსული გაზის გარეშე შესანიშნავად არსებობენ, ხოლო ევროპული მიწისქვეშა საცავები მარტისთვის 63%-ით გამოუყენებელი დარჩა.

ასევე იხილეთ