leaderboard_below_slide
left_sabechdi

სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა

სომხეთის გენერალური პროკურატურა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ჩაბარებაში ადანაშაულებს. გენპროკურორ ანა ვარდაპეტიანის განცხადებით, უწყებამ უკვე მიმართა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურს ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.

„გადავეცით დოკუმენტები, მათ შორის საკუთრების მოწმობების ასლები, რომელთა ნამდვილობაც დასადგენია. ვთხოვეთ უსაფრთხოების სამსახურს, გვაცნობონ ოპერატიული მოკვლევის შედეგები, რათა შემდეგ ვიმსჯელოთ წარმოების აღძვრა-არ აღძვრის საკითხზე“, – განაცხადა ანა ვარდაპეტიანი.

მანამდე გენერალურ პროკურატურას ნიკოლ ფაშიანანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით სომხეთის ორმა მოქალაქემ მიმართა. მათი განცხადებით, ფაშიანიანმა აზერბაიჯანისთვის სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას და დასახლებული პუნქტების ჩაბარებიც პროცესი დაიწყო.

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ფარგლებში ოფიციალური ერევანი სომხეთის ტერიტორიაზე, ტავუშის ოლქში მდებარე რამდენიმე სოფელს აზერბაიჯანს გადაცემს. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ასევე იხილეთ