leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ტყემალაძე: ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ურბანული პროექტია

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე  თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე,  ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე გაეცნო.

ამჟამად ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილების და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. უახლოეს დღეებში  საიზოლაციო სამუშაოებიც დასრულდება. ამ დროისთვის ტროტუარების მოწყობა და მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს; ეწყობა გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ურბანული პროექტია. მისივე თქმით, ძირითადი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.

„ახალი საავტომობილო ხიდი მაქსიმალურად გააადვილებს ტრანსპორტის მოძრაობას, შეამცირებს საცობების სიმჭიდროვეს და მგზავრობის დროს. ხიდის სამშენებლო სამუშაოები მაისის ბოლოს დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა,  ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ  და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

ასევე იხილეთ