leaderboard_below_slide
left_sabechdi

პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციის ერთი მონაწილე დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„პოლიციელებს შეაგინეს და ამიტომ დავაკავეთ. ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე. მტკიცებულებას წარვადგენთ სასამართლოში“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია იმართება. სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სურთ, ღონისძიების მონაწილეებს გააგონონ მათი ხმა და გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

ასევე იხილეთ