სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამართული აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ღონისძიება ტარდება. შეკრებილები აცხადებენ, რომ მათ ფორუმის მონაწილეებს ხმა უნდა მიაწვდინონ.
აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთი მონაწილე დააკავეს.