leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მათი პატრონების კოორდინირებით ამ რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდა – მათი ნაწილი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად გადაიბარონ მმართველობა

„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ის, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით წერილებში, კომენტარებში, საპარლამენტო გამოსვლებში, რომ რადიკალური ოპოზიცია მათი პატრონების კოორდინირებით ამ რადიკალური და რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდა.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობრივი აქცია გასცდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტებას და რადიკალური ოპოზიციის ნაწილი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად გადაიბარონ მმართველობა.
„თუ დავაკვირდებით, ეს ძალადობრივი აქცია გასცდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტებას. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად გადაიბარონ მმართველობა. მათი უცხოელი პატრონების განცხადებებს ხომ ვუკვირდებით – ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მათ უნდათ ის ხელისუფლება საქართველოში, რომელიც აქ მეორე ფრონტის გახსნის საშუალებას მისცემს.“ –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ასევე იხილეთ