leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ეს მართლა ლიბერალების მანტიაგადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ

„საშინელებაა, რასაც ყველა ერთად ვუყურებთ – თუ როგორი დაბულინგება მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში ჩვენთვის ცნობილი ადამიანების.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, იმის ნაცვლად რომ ამ პროცესს გაემიჯნოს და დაგმოს, პირიქით – აქეზებს და მხარს უჭერს.
„მაგალითისთვის, ლაშა ტალახაძეზე რაც იწერება, დედის გინებიდან დაწყებული, საოცარი შეურაცხყოფებით დასრულებული, [არის კატეგორიულად მიუღებელი]. ეს ადამიანი არის გმირი. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას რომ ჰყავდეს ადამიანი, რომელიც არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც მსოფლიოსა და  ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, რომელსაც აქვს შანსი კიდევ დიდხანს იყოს მსოფლიოში პირველი და უძლიერესი ადამიანი, ხელისგულზე ატარებდა ნებისმიერი ქვეყანა. ჩვენთან კი, ეს მართლა ლიბერალების მანტიაგადაცმული ფაშისტები, ამ ადამიანს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ. ყოფილი ომბუდსმენი კი, ლომჯარია, იმის ნაცვლად რომ ამას გაემიჯნოს და დაგმოს, პირიქით, ამ პროცესს აქეზებს და მხარს უჭერს.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ასევე იხილეთ