leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?

თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ქმედებები რასაც ადგილი აქვს მანიფესტაციების დროს თბილისში, საზღვარგარეთ კანონის დარღვევად ითვლება და რატომღაც საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებად ფასდება.
„წარმოიდგინეთ, რა დონის სურვილი აქვთ აქ ხელისუფლებაში იყოს მათი წარმომადგენელი, რომ გამჭვირვალობის  შესახებ ქართული კანონის, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს, ითხოვენ მის გაუქმებას. ამ დროს სანაცვლოდ, ამერიკაში უნდა წავიდეს პრემიერი და მათი დამოკიდებულებაც გამოიკვეთა –  არა პარტნიორული, არამედ უთანასწორო. 
საზოგადოებამ ნახა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა და  ძალადობრივი პროცესებიო გააკრიტიკა. ამერიკაში თუ დასაშვებია  პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია? ერთი და იმავე დღეს შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან არის მოწოდებები საქართველოში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების შეწყვეტაზე. რაც ხდება საქართველოში – ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, კარების ნგრევა, შტურმი პარლამენტზე, პოლიციაზე ძალადობა, შეფურთხება და სხვა ქმედებები, რასაც პოლიციელები ითმენენ,  საზღვარგარეთ არის კანონის დარღვევა,” –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ასევე იხილეთ