დიტო სამხარაძე: ქართულზე გამოგვყვნენ – ხორუმი იცეკვეს, რწმენაზეც გამოგვყვნენ – სანთელი დაანთეს, ახლა კანონზეც უნდა დაფიქრდნენ და გამოგვყვნენ, ესეც ქართულია
„ქართულზე გამოგვყვნენ – ხორუმი იცეკვეს, რწმენაზეც გამოგვყვნენ – სანთელი დაანთეს, ახლა კანონზეც უნდა დაფიქრდნენ და გამოგვყვნენ, ესეც ქართულია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა, დიტო სამხარაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა.
„ქართულზე გამოგვყვნენ – ხორუმი იცეკვეს; რწმენაზეც გამოგვყვნენ – სანთელი დაანთეს; ახლა კანონზეც უნდა დაფიქრდნენ და გამოგვყვნენ, ესეც ქართულია. არადა, სულ ორი მოსმენით გვაქვს მიღებული ჯერ და „ფრანკლინის კლუბი“, სირცხვილია, ტალღა და ასე შემდეგ, სანთლებს ანთებენ ქაშვეთში, მეტი ხილული სასწაული რა გინდა, რაც ჯერ კიდევ არმიღებულმა კანონმა გააკეთა.
მთავარია, რისი სარწმუნოება, სადაა ერთობაო – ხვალ არ დასცხონ უფროსებმა“, – აღნიშნა სამხარაძემ.