top_leaderboard

გელა ზედელაშვილი: მსახიობებო, რეჟისორებო და კულტურის დამსახურებულო მუშაკებო, რატომ არ გმობთ ამ ფაშისტურ საქციელს?!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ხელოვნების წარმომადგენლებს სოციალური ქსელით მიმართავს.

„აბა, მსახიობებო, რეჟისორებო და კულტურის დამსახურებულო მუშაკებო, სად ხართ, რატომ არ გმობთ ამ ფაშისტურ-ტრაკისტულ საქციელს?!

***

თითო-ოროლას არ გეხებათ, დანარჩენები სად ხართ, რასა იქმთ, ბანკომატებთან დგახართ რიგში, სააღდგომოდ „ქართუდან“ გადმორიცხული თანხა უნდა აიღოთ და კვერცხები შეღებოთ წითლად?

აჰ… არ გეცალათ? გუშინ ოპრითეატრში ბრძანდებოდით და ტაშიკვრით ხელები გადაიტყავეთ? ლაშა ბუღაძეს უკრავდით ტაშსაც და კვერსაც? „ქართუდან“ გადმორიცხულს დღეს აიღებთ და კვერცხების შეღებვასაც მოასწრებთ წითლად?

რა თქმა უნდა, მოასწრებთ… თქვენ ყოველთვის ყველაფერს ასწრებთ – ილია ჭავჭავაძის მკვლელობასაც, ზვიად გამსახურდიას მკვლელობასაც, გურამ შარაძის მკვლელობასაც, მავანთა ჩამოყვანასაც, მერე იმის გაძევებასაც, „დანოსების“ წერასაც, კომუნიზმში შესვლასაც, ევროპიელობასაც, პროამერიკელობასაც, პრორუსობასაც, პროტაივანობასაც…  რომელი ერთი ჩამოვთვალო? იმაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, რაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ჩაგიდენიათ.

***

ეს წუმპე მოგწონთ, ხომ?

ალბათ მოგწონთ, თორემ ხმას ამოიღებდით, ენებს მუცლებში არ ჩაიგდებდით, ან დაწერდით და გამოაქვეყნებდით, ან ქუჩაში გამოხვიდოდით!

ვერ გხედავთ!

შეიძლება მითხრათ, შენ რომ ვერ გვხედავ, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ ვწუხვართ და შინაგანად არ ვაპროტესტებთო.

კარგი, სხვები გხედავენ? სხვები გამჩნევენ? ოპრითეატრში რომ წამაიჭალყვეთ, იქ რატომ არ დაგმეთ?

ვიცი, იქ თუ დაგმობდით, ბუღაძეები პანჩურირტყმით გამოგყრიდნენ!

მესმის, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, გაგებით ვეკიდები თქვენს მეტრაკულ ცხოვრებას, მაგრამ არ შემიძლია, გაგიტაროთ, რადგან საქმე მამულს, ენას და სარწმუნოებას ეხება.

თქვენ არც ერთი არ გწამდათ და არც ახლა გწამთ, მაგრამ მე ხომ მაინც უნდა შეგახსენოთ?!

***

გუშინ ზოგიერთნი გმირთა მოედანზე დაგლანდეთ, გზა გქონდათ გადაკეტილი და გულის ფიცრებზე მუშტებს იბრაგუნებდით.

ამაზე მეტი სიყალბეც მინახავს, როგორ არა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს მარილად დიდი სიბეცე, დუპლეტიზმი და იდიოტობა აყრია.

ვაი თქვენს პატრონს!

***

ვიმეორებ: თითო-ოროლას არ გეხებათ, დანარჩენები კი სად ხართ, ტრ…ში?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ