გია აბაშიძე: წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა
„ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა „გულებსა და გონებებს“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა.
მისივე თქმით, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა.
„მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა. ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა „გულებსა და გონებებს“ (hearts & minds).
წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა. მეტიც, საქართველო უკრაინა არაა და აქ არ დგას დღის წესრიგში ე.წ. ალტერნატიული და ე.წ ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხი.
ამაღამ, პარლამენტთან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მრავალი ფსევდოტრადიციული, ჭინკური პერფორმანსები უხვად იქნება. რაც მთავარია, სანთლებითა და პასკებით, ავაზაკურ სცენარში ასე უწერიათ.
ჯობია, ისევ გმირთა მოედანი გადაკეტონ ან სხვა სატრანსპორტო კვანძი მდარე ხარისხის ფსევდო-რევოლუციონერებმა“, – წერს გია აბაშიძე.