წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით მოხდება.
წმინდა ცეცხლს „ჯორჯიან ეარვეისის“ რეგულარული რეისით 4 მაისს ჩამოიტანენ.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.