top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: არსებობს მზითვების ზარდახშაში ნაპოვნი „პიტალოობრაზნი“ ნივთი – მაგალითად ბოკერია, როგორც ცოლის სარჩულს გამოკერილი, მძივად აწყობილი პიტალო, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია და სინამდვილეში ბადრიჯანია

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს „პიტალო“ ადამიანების სხვადასხვა კატეგორიად ყოფს.

„არსებობს პიტალო ადამიანების სხვადასხვა კატეგორია :

  • მთლიანი ჩამოსხმა – მაგ: ხუხაშვილი, გრდემლივით მყარი პიტალო, რომელსაც თავი მოსადის წევრი ჰგონია და ასე შოულობს ორ კაპიკს…
  • კემპის აპარატით შედუღებული პიტალო – მაგ: რომან გოცირიძე, საბჭოთა გადმონაშთი, რომელიც არც იმ ეპოქისაა და არც აქანა დაედგომება, უბრალოდ, უნდა რომ ესმოდეთ მისი…
  • თალხი მატერიისგან შეკერილი პიტალო – მაგ: გვარამია, რომელიც ჯერ პროკურორი იყო და ახლა, ორიენტაციაარეული ჰიპსტერია და რაში დახარჯოს მოძალებული ესტროგენები, ვერ ჩამოყალიბებულა…
  • „დუტის“ პიტალო – მაგ: ლევან ბერძენიშვილი, რომელიც გარედან ინტელექტით ბრჭყვიალებს და შიგნიდან ფუღუროა…
  • მზითვების ზარდახშაში ნაპოვნი „პიტალოობრაზნი“ ნივთი – მაგ: ბოკერია, როგორც ცოლის სარჩულს გამოკერილი, მძივად აწყობილი პიტალო, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია და სინამდვილეში ბადრიჯანია…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ასევე იხილეთ