leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: დიალოგთან დაკავშირებით პირველი განაცხადი სწორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა

“დიალოგთან დაკავშირებით პირველი განაცხადი სწორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადების თაობაზე, რომ ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი.

„დიალოგზე ჩვენ უარი არასდროს გვითქვამს. არის კონკრეტული ფორმატი პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული, საკითხი, რომელზეც შესაძლებელია, იყოს მსჯელობა, ეს არის მნიშვნელოვანი შიგთავსი ამ კანონის, რომელზეც სრულიად უარგუმენტოდ, ყოველგვარი რეალური მტკიცებულების გარეშე ცდილობენ, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული გარკვეული ძალები, მას დაარქვან რუსული. ეს იმ პირობებში, როდესაც ერთი სიტყვაც, ერთი ფრაზაც, პუნქტიც და მიმართულებაც ამ კანონში არ არის რუსული, ეს არის ქართული კანონი, ეს არის ევროპულ და ამერიკულ ანალოგიურ კანონმდებლობასთან მიმართებით არსებული შესაბამისი სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც გამჭვირვალეობის საკითხს ეხება და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიალოგთან დაკავშირებით პირველი განაცხადი სწორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და ღიად შესთავაზა ყველა ყველა ჩვენს მეგობარს უცხოეთში, ყველა ელჩს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ დავსხდეთ და კანონთან, მის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით არგუმენტირებული მსჯელობა გავმართოთ. სამწუხაროდ, ამ თემასთან მიმართებით არ იქნა შესაბამისი სურვილი გამოხატული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამის სანაცვლოდ ჩვენ, მაგალითად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ელჩის მიერ გაჟღერებული ტექსტს გახსენებთ, მივიღეთ შეთავაზება პირობა-დათქმით, რომ კანონი, რომელსაც თქვენ იღებთ, მოდით, შეაჩერეთ, ჩამობრძანდით ამერიკაში და აქ ვისაუბროთ. იყო ამაზე პასუხი გაცემული, რომ პარტნიორები ასე ერთმანეთს პირობებით არ ესაუბრებიან. რა თქმა უნდა, დიალოგი არის უალტერნატივო, თუმცა, არა პირობადადებული, არამედ პარიტეტული, ღია და ისე, როგორც ეს პარტნიორებს შეესაბამება” , – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი გვაქვს ძირითად კანონში – კონსტიტუციაში ასახული. ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ისევე, როგორც მთლიანად კონსტიტუციას. 78-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ ქვეყნის საგარეო მისწრაფებებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულება წარმოადგენს“ , – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ