top_leaderboard

მაია ბითაძე: ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუსურვო, რომ მომავალ აღდგომას ერი ასეთ დაპირისპირებაში არ შეხვედროდეს

“ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუსურვო, რომ მომავალ აღდგომას ასეთ დაპირისპირებაში ერი არ შეხვედროდეს. დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ხელოვნურად შექმნილი და რეალურად არის იმ რამდენიმეწლიანი კამპანიის შედეგი, რასაც ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედება ჰქვია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„2014 წლიდან დაწყებული დღემდე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობა იყოს ჰარმონიზებული და მოგვეპოვებინა ის დადებითი შედეგები, რამაც ჩვენ ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი მოგვიტანა. მეორე რასაც ვიტყოდი და ვუსურვებდი ჩვენს ერს არის ის, რომ მოვიპოვოთ სიმშვიდე და გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს არ არის რიტორიკული სიტყვები. ჩვენ იმ ერის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ძალიან კარგად გვახსოვს 90-იანი წლები. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ მძიმე შედეგებამდე მიიყვანა დაპირისპირებამ ქვეყანა. რეალურად, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩემი თანატოლი ვითომ პოლიტიკოსები, რომელსაც ძალიან კარგად ესმით და იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მათმა შეძახილმა და უსინდისო შეძახილებმა, მაინც კვლავ აგრძელებენ მავნებლურად მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება და დაბრუნდნენ რევანშისტულად“, – აღნიშნა ბითაძემ.

ასევე იხილეთ