top_leaderboard

იტალიის თავდაცვის მინისტრი: პოზიცია უცვლელია, ჩვენ მუდამ გამოვრიცხავდით ჩვენი სამხედროების უკრაინის კონფლიქტში ჩართვას

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, ტალიელი ჯარისკაცები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაებან უკრაინაში მიმდინარე ომში.

“ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საჭიროა უკრაინის დახმარება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ამასთან ერთად, ჩვენ მუდამ გამოვრიცხავდით ჩვენი სამხედროების ჩართვას კონფლიქტში. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ სისტემაში პირდაპირი სამხედრო ინტერვენციები მკაფიოდ აკრძალულია. ჩვენ სამხედრო ჩარევა შეიძლება, განვიხილოთ მხოლოდ საერთაშორისო მანდატით, მაგალითად, გაერო-ს რეზოლუციის შესასრულებლად.

ჰიპოთეზური ჩარევა უკრაინაში არა მხოლოდ არ შევიდოდა ამ გამონაკლისში, არამედ გამოიწვევდა კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას, რაც უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელებისთვის არ იქნებოდა სარგებლის მომტანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პირდაპირი ჩარევის პირობები არ არსებობს”, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ