top_leaderboard

ისრაელმა „ჰამასს“ მძევლების გასათავისუფლებლად ერთკვირიანი ვადა მისცა

ისრაელმა „ჰამასს“ მძევლების გასათავისუფლებლად ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცაჰალი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. ცნობას ადგილობრივი და დასავლური ბეჭდური მედია ეგვიპტელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ „ჰამასს“ გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა მომდევნო პარასკევამდე აქვს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელი პირველ ეტაპზე ცეცხლის 40-დღიანი შეწყვეტის სანაცვლოდ 33 მძევლის გათავისუფლებას ითხოვს, შეთანხმების მეორე ფაზა კი ცეცხლის ექვსკვირიან შეწყვეტას ითვალისწინებს და მხარეები უფრო მეტი მძევლის გათავისუფლებაზე უნდა შეთანხმდნენ.

ასევე იხილეთ