leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

“სააღდგომო ლიტურგია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს. სააღდგომო  ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ