ნინო წილოსანი: ერთმნიშვნელოვნად ატყუებენ საზოგადოებას, ვითომ, ეკლესიის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებაში, მაგრამ რეალურად, ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მამულთან, ენასთან და სარწმუნოებასთან
„ერთმნიშვნელოვნად ატყუებენ საზოგადოებას, ატყუებენ თავის რწმენაში და ვითომ, ეკლესიის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებაში, მაგრამ რეალურად, ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მამულთან, ენასთან და სარწმუნოებასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ანა სუბელიანის მხრიდან სოციალურ ქსელში პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტობრივად, ისინი ჰოლივუდის ჟანრში დადგმულ სცენარებს ახორციელებენ, ლამაზი ფოტოსურათებითა თუ კადრებით, რომლითაც საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას აპირებენ – ეს ხდება, პარალელურ რეჟიმში, მათი აგრესიისა და მათი მხრიდან გამოხატული უდიდესი ზიზღის ფონზე. ამდენად, რაც უმნიშვნელოვანესია, რომ დავინახოთ, ეს ადამიანები ერთმნიშვნელოვნად ატყუებენ საზოგადოებას, ატყუებენ თავის რწმენაში და ვითომ, ეკლესიის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებაში, მაგრამ რეალურად, ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მამულთან, ენასთან და სარწმუნოებასთან“, – განაცხადა წილოსანმა.
აქტივისტმა, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა, ანა სუბელიანმა ქაშვეთთან იგალობა, თუმცა ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყო. ანა სუბელიანი „მთავარი არხის“ თანამშრომლის, ლაშა კიკაბიძის მიერ „ფეისბუქზე“ დაწერილ კომენტარს გამოეხმიანა და პატრიარქთან მიმართებით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.