leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეთიუ მილერი: აშშ „ჰამასის“ შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ რეგიონში მის პარტნიორებთან ერთად განიხილავს

აშშ „ჰამასის“ შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ რეგიონში მის პარტნიორებთან ერთად განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჯერ არ მინდა, ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა სახის პასუხი იქნება“, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება ორივე მხარის ინტერესებშია.

„ეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის მისაღწევად“, – ამბობს მილერი.

„ჰამასის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დათანხმდნენ სამშვიდობო ზავის პირობებს, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარადგინეს. ამასთან, ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი.

ასევე იხილეთ