leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ბაიერნში“ ტუხელის დატოვებას არ გამორიცხავენ

პირველად იმ მომენტიდან, რაც „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა სეზონის შემდეგ კლუბის დატოვების შესახებ გამოაცხადა, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ დაიწყო გერმანელი სპეციალისტის შენარჩუნებაზე ფიქრი და შესაბამისი ვარიანტის განხილვა. ამის შესახებ დაწერა ცნობილმა გერმანელმა ინსაიდერმა ფლორიან პლეტენბერგმა.

როგორც ირკვევა, „ბაიერნის“ სპორტული დირექტორები – მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი მხარს უჭერენ ტუხელს. ასევე მიუნხენური კლუბის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის მეკარე მანუელ ნოიერი სრულ ნდობას უცხადებს მწვრთნელს.

მაგრამ ასევე მხარს უსვამენ იმას, რომ მიმდინარე სიტუაცია საკმაოდ რთულია და ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვეს იმისთვის, რომ ტუხელი „ბაიერნში“ დარჩეს.

ასევე იხილეთ