ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ შეშფოთებულია რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო.
სუნაკის თქმით, ნებისმიერი შეტევითი ქმედება საფრთხეს უქმნის რაფაჰში მშვიდობიან მოსახლეობას.
„მე ეს პუნქტები არაერთხელ გავიმეორე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან საუბრისას“, – თქვა სუნაკმა
მანამდე, ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში განახორციელა.
სამიზნე ღაზის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე პერიმეტრი გახდა, კერძოდ კი, ალ-შუკას, აბუ ჰალავასა და ალ სალამის ტერიტორიები.