leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება

„საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტის 31 დეპუტატის წერილს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისადმი. ევროპარლამენტარები ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და 31 ევროპარლამენტარს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება იმ რეზოლუციაში. არ ვიცი, სათქმელი რა დარჩათ რეზოლუციის მიღმა. თუმცა ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ევროპარლამენტარები აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში. მე დავსვამდი კითხვას, რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები. რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომლის ნებასაც ხელისუფლება გამოხატავს, აქვს გაცხადებული სურვილი ევროკავშირში ინტეგრაციისა. საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას და მას 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ