leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას” შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა.შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება

„შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას” შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა. შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება, ვერავინ ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს.

„ახლა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე: არასამთავრობოების ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა – ეს წინადადება მართალია თუ ტყუილია?! თუ მართალია, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, შევიდეს სადღაც, რაღაც საიტზე, სადაც ნახავს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს, რაოდენობას, დამფინანსებელს და დეტალურ ანგარიშებს, რამდენი და რაში დაიხარჯა …

არადა, მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსების კვლევამ აჩვენა, რომ არა თუ რომელიმე მიგნებად საიტზე, არამედ საშემოსავლო გადასახადის და ელექტრონული ზედნადებებით რისი მიკვლევაც მოხერხდა, იძებნება ამ კონკრეტული ორგანიზაციების შემოსავალი 15 მილიონი ლარის, ხოლო ხარჯი – 85 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსების მთლიანი რაოდენობის დადგენა ამ მონაცემებით, შეუძლებელია…

დასკვნა: მათი ფინანსები თუ ისედაც გამჭვირვალეა, კანონპროექტი ცალსახად რუსულია! მათ შორის კანადური – მით უფრო!

P.S. „სტიგმატიზაციაზე“ ხვალ“– წერს მდინარაძე.

ასევე იხილეთ