leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: FARA ეხება არა მხოლოდ უცხოეთის მთავრობებს, არამედ ნებისმიერ უცხოურ აქტორს, ასევე ადგილობრივ აქტორს, რომელიც უცხოური აქტორის სასიკეთოდ მოქმედებს

„FARA ეხება არა მხოლოდ უცხოეთის მთავრობებს, არამედ ნებისმიერ უცხოურ აქტორს, ასევე ადგილობრივ აქტორს, რომელიც უცხოური აქტორის სასიკეთოდ მოქმედებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. მილერის თქმით, ამერიკული FARA ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, არა მხოლოდ უცხოეთის მთავრობებს, არამედ ნებისმიერ უცხოურ აქტორს, ასევე ადგილობრივი აქტორს, რომელიც ნებისმიერი უცხოური აქტორის სასიკეთოდ მოქმედებს, ეხება FARA. ასე რომ არ იყოს, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ არიან საქართველოს მთავრობის წევრები, არ მოხვდებოდნენ FARA-ს რეესტრში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საპასუხო კომენტარს მეთიუ მილერის განცხადებაზე.

„ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს არასწორ ფორმულირებას, არასწორ მონაცემს, შეიძლება, რადიკალური ჯგუფების მიერ იქნეს გამოყენებული. ყველას მოვუწოდებთ, გაკეთდეს კონსტრუქციული განცხადებები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებისგან ველით კონსტრუქციულ განცხადებებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ