leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში პოლიციამ დაარბია ძალადობრივი აქციის მონაწილეები, ჩვენთან კი პოლიცია არც კი იდგა ქუჩაში და აქციის მონაწილეები დარბოდნენ და პოლიციას ეძებდნენ, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ

„ნუ ექნება ნურავის ილუზია, რომ სახელმწიფო სუსტია და კანონდამრღვევებს სათანადოდ არ მოეპყრობიან. გაითვალისწინოს ყველამ, რომ კანონს ვინც დაარღვევს პასუხს აგებს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას, მაგრამ თუ ვინმეს გეგმაში აქვს რევოლუცია, მაშინ პოლიცია იმოქმედებს კანონის ჩარჩოებში.

„ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნება კითხვა, სუს-ის განცხადებების ფონზე უნდა ველოდოთ თუ არა დაანონსებული რევოლუციური სცენარის განხორციელებას. აქციის მონაწილეების მხრიდან თუ ადგილი არ ექნება ძალადობას, პოლიცია არაფერს მოიმოქმედებს.

რევოლუციური სცენარები და ძალადობრივი მოწოდებები არის კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და თუ ეს ნორმალურად მიგვაჩნია, მაშინ არ გვნდომებია ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. მშვიდობიანი აქცია თუ სურთ, დადგნენ და გააპროტესტონ მშვიდობიანად, მაგრამ თუ უნდათ რევოლუცია ანუ საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ უნდათ რომ წავიდნენ, მაშინ პოლიციას აქვს უფლება, იმოქმედოს კანონის ჩარჩოებში.

შეგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ერთი კვირის წინ, მას შემდეგ გააკეთა, რაც უნივერსიტეტში პოლიციამ დაარბია სტუდენტები. მისი განცხადება იყო, რომ აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო პროპორციული ძალა და არ შეიძლება ძალადობრივი პროცესები აქციის მონაწილეების მხრიდან. ვეთანხმები ამერიკის პრეზიდენტს თავიდან ბოლომდე, მაგრამ ის რატომ არ გვეთანხმება, როდესაც ჩვენ ვგმობთ ჩვენსავე ქვეყანაში განხორციელებულ ძალადობას, მით უმეტეს, მაშინ, როცა პოლიციას პროპორციული ძალა აქვს გამოყენებული.

მეტსაც გეტყვით, იქ დაარბია პოლიციამ ძალადობრივი აქციის მონაწილეები, ჩვენთან კი პოლიცია არც კი იდგა ქუჩაში და აქციის მონაწილეები დარბოდნენ და პოლიციას ეძებდნენ, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ეს ყველაფერი კი ზოგიერთმა ჩვენმა უცხოელმა პარტნიორმა შეაფასა არაპროპორციული ძალის გამოყენებად, უცნაურია არა? ეს მაშინ, როცა პოლიცია ქუჩაში საერთოდ არ იდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ამერიკაში და დემოკრატიულ ქვეყნებში არის დადგენილი და იმედია, რომ არ უარყოფენ, რომ იქ დემოკრატიაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალადობრივი აქცია დაარბიეს, ჩვენთანაც დემოკრატიას უნდა დაცვა.

ნუ ექნება ნურავის ილუზია, რომ სახელმწიფო სუსტია და კანონდამრღვევებს სათანადოდ არ მოეპყრობიან. გაითვალისწინოს ყველამ, რომ კანონს ვინც დაარღვევს პასუხს აგებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ