leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი

„საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ, ვინც არის ჩართული ბულინგში, შანტაჟში, ზეწოლაში, ზიზღის ენის გავრცელებაში, “საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი”.

„რაც შეეხება ძალადობას და სისხლის სამართლის დანაშაულებს თუ ადმინისტრაციულ გადაცდომებს, ამაზე შესაბამის ორგანოებს შესაბამისი რეაგირება აქვთ და ექნებათ. სისხლის სამართლის დანაშაული სადაც არის ან სხვა სახის ასეთი გადაცდომა, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დამატებით არის შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარის, შანტაჟის. არის სისხლის სამართლებრივი განზომილება, რაც დანაშაულია, იქნება ეს ძალადობა თუ მუქარა და არის განზომილება, როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი ოჯახის წევრებზე და ასე შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია მორალური შეფასება. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მორალურად ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როდესაც ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან მათი გარიყვის მცდელობა, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე. გახსოვთ, შარშანაც იყო კამპანია. ამაზე იქნება რეაგირება. ყველამ, ვინც არის ჩართული ბულინგში, შანტაჟში, ზეწოლაში, ზიზღის ენის გავრცელებაში და ა.შ. საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მათი საჯარო პოზიციები. თუ ეს საჯარო პოზიციაა და არ ერიდებათ დაფიქსირება, დაე, ყველამ იხილოს, ვინ არიან ისინი, ვინც ამას აკეთებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ