მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სოსო მანჯავიძე და მე კლასელები ვართ.
მე-60 სკოლა რომ გაიყო და “შანხაიში” 101 ახალი სკოლა გაიხსნა, მაშინ გავიყავით.
ვის აინტერესებს ეს, მაგრამ რატომ ვყვები:
ახლა ელისაშვილს ვუსმინე – იმუნიტეტი რომ მაქვს და მცემეს, 20 დღე გავიდა და სად არის გამოძიებაო.
20 დღემდე რამდენიმე დღის წინ რომ მამუკა მდინარაძეს შეეხე, იმას დეზერტირების ბაზრის მოწილის საბუთი ჰქონდა და მოსულა?
არ ვიცნობ ელისაშვილს, თუმცა სულ მესმოდა „ჰამქარი” და აქციები. მერე დეპუტატი რომ გახდა, გამიკვირდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, აქ ხომ ყველა არასამთავრობოს უნდა, რომ სამთავრობო გახდეს.
ჰოდა, წლების წინ, ერთ-ერთ ტელესტუდიაში ვნახე, როგორ მოადო ყბაში ამ ყოფილ ჰამქარს ჩემმა კლასელმა.
არც მიფიქრია და – *როჭია, ელისაშვილი-მეთქი, ეს იყო ჩემი დასკვნა. იმიტომ, რომ ზემოთხსენებული ჩემი კლასელი-კაცია!
არავის ზედმეტს რომ არ ეტყვის და არც არავის შეარჩენს – ის კაცი.
იმ დღის მერე დამთავრდა ჩემთვის ელისაშვილი და კი ხედავთ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დამიმტკიცოს (არამარტო მე).
არავინ მითხრას, თაობათა ბრძოლაა და ამიტომ ვერ გაუგეს ერთმანეთსო…
თაობის და წლების განსხვავების დამნახავი კაცი ასე არ იქცევა. დიდი სხვაობაც არ არის.
საკრებულოს ყოფილი და ახლა პარლამენტის დეპუტატი ასე არ უნდა მოიქცეს (სარი უთხრია).
სოსოს და კაცებს გაუმარჯოს!
ამის თქმა მინდოდა, გმადლობთ ყურადღებისთვის“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.