leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნოდარ ტურძელაძე რადიკალურ ოპოზიციას: როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ – ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ, არ აგარევინებთ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე For.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აფასებს, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა ადამიანებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.

დეპუტატის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გამოუვა, ვინაიდან ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე მათ ჰგონიათ.

“როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ – ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ! არ აგარევინებთ!” – წერს ნოდარ ტურძელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ