ზურაბ ქადაგიძე: აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა – კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის – სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო
„გაინტერესებთ, რეალურად რა პროცესებს ახალისებენ საქართველოში და რატომაა, რომ ასე გამალებით მიდის რადიკალიზაციის პედალირება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან?“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.
მისი თქმით, აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა – კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის – სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო
„აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა – კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის.
სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო და მცდელობას არავინ აკლებს, რომ ერთადერთი პერსპექტიული და მშვიდობიანი ხიდი აზიიდან ევროპაში აფეთქებულ იქნას, რათა მთელი ევროპა დამოკიდებული გახდეს აშშ-ზე.
ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები, ხოლო საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია ევროპასთან სრულფასოვან კავშირს.
ასე რომ, ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით, თუ რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.