leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ეს ავაზაკი ადამიანი ამ ზნეს არ შეიცვლის არცერთ შემთხვევაში

„ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ”, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

„ეს ავაზაკი ადამიანი ამ ზნეს არ შეიცვლის არცერთ შემთხვევაში. მისი დღევანდელი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ იგი ოპოზიციას მოუწოდებს, ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს ბოდვა რას ნიშნავს სააკაშვილის სტილში? ეს ნიშნავს იმას, რომ 26 ოქტომბრამდე ამჟამინდელი ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა უნდა დაამხოს ოპოზიციამ სააკაშვილის დავალების გეგმით და მითითებით და მოვიდეს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გადატრიალების გეგმაზე საუბრობს, რომელიც ოქტომბრამდე სისრულეში უნდა მოვიდეს, რადგან არჩევნები უკვე დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს. მსჯავრდებულ პრეზიდენტს მაგალითად აჯანყებული მაიდანი და ქვეყნიდან გაქცეული იანუკოვიჩი მოჰყავს.

ასევე იხილეთ