ებრაელებს, რომლებმაც ხმა მისცეს ბაიდენს, საკუთარი თავის უნდა შერცხვეთ, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისათვის მიწოდებას, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ბრძანებას გასცემს.
„თუ რომელიმე ებრაელმა ხმა მისცა ჯო ბაიდენს, მათ უნდა შერცხვეთ საკუთარი თავის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ის, რასაც ბაიდენი აკეთებს ისრაელთან მიმართებაში, სამარცხვინოა. მან მიატოვა ისრაელი. უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – დასძინა მან.