leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე: ერთ-ერთი სიმდიდრე, რაზეც ვთანხმდებით, რომელიც ევროპული და დასავლურია, რომელსაც ჰქვია დემოკრატია არის ის, რომ მე თუ ავირჩიე მთავრობა, სანამ არ გადავირჩევ, უნდა მივცე უფლება, ეს ქვეყანა მართოს

„იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროცესებს ოპოზიცია მართავს, თუმცა ხალხმა, როგორც ეს ევროპელობას შეეფერება, თავის არჩეულ ხელისუფლებას უნდა აცადოს საქმის კეთება და მთავარ გამოწვევებთან გამკლავება.

„ამ პროცესებს ვუყურებ ისე, როგორც მართულს ოპოზიციის მხრიდან. ვინც შეიძლება აქედან მოიგოს, არის ოპოზიცია. ძალიან აწყობთ, რომ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი გაიტანონ [მიიღონ]. ან თუ დაინახეს, რომ [ხელისუფლებამ] დაიხია უკან, მერე ზუსტად ეცოდინებათ ოქტომბერში რა უნდა გააკეთონ. ოპოზიციას რა აქვს თავში მე არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ რა იცის ამის შესახებ, არც ეს ვიცი. კანონი უნდა გაიტანონ აუცილებლად. კანონის არგატანა ნიშნავს, რომ ოქტომბრისთვის ვანახებთ ტრაფარეტს, როგორ უნდა ჩამოაგდონ მთავრობა. მე შეიძლება ეს კანონი სულაც არ მომწონს, მაგრამ ახლა ეს კანონი უნდა გაიტანონ. სხვა სიმდიდრეებისკენ მივდივართ. ერთ-ერთი სიმდიდრე, რაზეც ვთანხმდებით, რომელიც ევროპული და დასავლურია, რომელსაც ჰქვია დემოკრატია არის ის, რომ მე თუ ავირჩიე მთავრობა, სანამ არ გადავირჩევ, უნდა მივცე უფლება, ეს ქვეყანა მართოს.

ინგლისი აღარ არის ევროპა, რადგან ევროკავშირიდან გავიდა, თუ ნორვეგია არ არის ევროპა, რადგან ევროკავშირში არ შევიდა?! ამ მთავრობას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს დღეს, ვიდრე ევროკავშირში შესვლა. ეს არის ომში არ ჩაგვითრიონ. ეს არის როგორ დამთავრდება უკრაინის ომი, რაზე მოილაპარაკებენ ბოლო-ბოლო, თუ მოილაპარაკეს ამერიკა-უკრაინა-რუსეთმა. მოლაპარაკება რომ შედგება, ჩვენ მისი ნაწილი ვიქნებით. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ მოილაპარაკეს, რომ უკრაინა არასდროს შევა ევროკავშირში და ეს იქნება ომის დასასრული, ჩვენც ვერ შევალთ. ასეთი კატაკლიზმური რაღაცები ხდება შენს გარშემო და ეს მთავრობა მაგას აგვარებს. ეგ არის ევროპულობა, რომ მე უნდა დავაცადო [ხელისუფლებას] და რეზულტატს შევხედო. აქამდე რეზულტატი გვაქვს შესანიშნავი. არ უნდა გავაკეთო ისე, რომ დაბანილ წყალს ბავშვი გადავაყოლო. არ გავაკეთო ისე, რომ უარესი მოვიყვანო [ხელისუფლებაში], რადგან ამასთან რაღაცები არ მომწონს. სულ უნდა ვფიქრობდე, რომ კარგი, მიიღო ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი, ამ კანონიანი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა, ის უფრო კარგია, თუ მიშა სააკაშვილი და მაგისი ხალხი – სამადაშვილი და ადამიანები, რომლებმაც ვიცით რაც გააკეთეს და ბოდიშიც არ მოუხდიათ. ყოველი მეათე ადამიანი დაიჭირეს, საზიზღრობები აკეთეს“, – აღნიშნა რუხაძემ.

ასევე იხილეთ